ფოტო: კობა ნაროუშვილის ფბ გვერდი 03,05,17

როგორ აღმოჩნდა “ღამის მგლების” წევრი თბილისში – შსს-ს განმარტება

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე, რომლებზეც თბილისში რუსული სანომრე ნიშნებით მოძრავი ბაიკერია გამოსახული, შინაგან საქმეთა სმაინისტროს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ე.წ. ღამის მგლების 50-კაციან ჯგუფს გუშინ ღამით სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთაზე უარი ეთქვათ და ამ პოზიციას სამინისტრო კვლავ ინარჩუნებს.

თუმცა პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე, აპრილის თვეში, დაანონსებულ ვიზიტამდე და პერფორმანსამდე, “ღამის მგლების” ჯგუფისგან დამოუკიდებლად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ტურისტურლი მიზნით, სხვა ქვეყნის ბაიკერებთან ერთად, ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე და სათანადო დოკუმენტაციით, ერთმა პირმა გადმოკვეთა:

“გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე, განვმარტავთ, რომ აპრილის თვეში, დაანონსებულ ვიზიტამდე და პერფორმანსამდე, „ღამის მგლების“ ჯგუფისგან დამოუკიდებლად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ტურისტული მიზნით, სხვა ქვეყნების ბაიკერებთან ერთად, ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე და სათანადო დოკუმენტაციით, გადმოკვეთა ერთმა პირმა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, „ღამის მგლების“ ჯგუფის წევრია. აღსანიშნავია, რომ ყოველდღიურად, მშვიდობიანი, ტურისტული ან ტრანზიტული მიზნებით, ათობით ბაიკერი კვეთს ქვეყნის საზღვარს. შესაბამისად, კონკრეტული მომენტისთვის შსს-ს არ გააჩნდა საფუძველი აღნიშნული პირის საქართველოში არშემოშვებისთვის. შსს იღებს ყველა ზომას, რომ ამ პირის საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით, ადგილი არ ჰქონდეს ნებისმიერი ხასიათის ინციდენტს” – უთხრეს “ნეტგაზეთს” შსს-ის პრესსამსახურში. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი