თბილისის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობა გაიყვანეს

თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელიც ავარიულია,  მოსახლეობა გაიყვანეს, კორპუსთან ამჟამად სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს, კორპუსიდან ყველა მცხოვრებია გაყვანილი, თუმცა არავინ დაშავებულა. მაშველები ადგილზე რჩებიან.

ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ გამგეობა უზრუნველყოფს დროებითი საცხოვრებლით იმ მოქლაქეებს, რომლებსაც ახლობლებთან დასარჩენი არ აქვთ.

მისივე თქმით, მოსახლეობის გაყვანა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს რეკომენდაციით განხორციელდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი