გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. დაჯახების შედეგად ბავშვი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაყვანის დროს გარდაიცვალა.
როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში გვითხრეს, შეტყობინება 08:36 საათზე დაფიქსირდა. ეკიპაჟი ადგილზე 4 წუთში მივიდა, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვეღარ მოხდა, რადგან მას მძიმე მრავლობითი სახის მოტეხილობები ჰქონდა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის შედეგად სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.