ახალი ამბები

ანანურში ავტომობილი პატრულის ეკიპაჟს შეეჯახა, მძღოლი დაიღუპა

18 თებერვალი, 2023 • 1604
ანანურში ავტომობილი პატრულის ეკიპაჟს შეეჯახა, მძღოლი დაიღუპა

ანანურში მსუბუქი ავტომობილი პატრულის ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მძღოლი ადგილზე დაიღუპა, საპატრულო ეკიპაჟის წევრებიმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მეექვსე ნაწილებით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი