ახალი ამბები

ფონიჭალაში ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

7 ნოემბერი, 2023 • 955
ფონიჭალაში ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

ფონიჭალაში ახალგაზრდა ქალს, რომელიც სავარაუდოდ ქუჩაზე ქვეითად გადადიოდა, ავტომობილი დაეჯახა და დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, 6 ნოემბერს მოხდა.

როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი. გამოძიება კი ორი მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე და 128-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევასა და განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი