ახალი ამბები

სომხეთში ივანიშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

17 იანვარი, 2013 • 941
სომხეთში ივანიშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

დახვედრის ოფიციალური ცერემონია ზვარტნოცის აეროპორტში გაიმართა. საქართველოს დელეგაციას სომხეთის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერ–მინისტრი ტიგრან სარგსიანი და მთავრობის სხვა წევრები დახვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობა აქვეყნებს.

 

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციაში ასევე შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინასთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი, რეინტეგრაციის მინისტრი, კულტურის მინისტრი, ასევე პოეტი და მთარგმნელი გივი შახნაზარი.

 

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ–მინისტრის პირისპირ შეხვედრა სომეხ კოლეგასთან.

 

“პრემიერ–მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართება ქართული და სომხური მთავრობის წარმომადგენლების ხელმძღვანელების გაფართოებული შეხვედრა. დღესვე საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პირისპირ შეხვედრას გამართავს სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან, რის შემდეგაც დაგეგმილია მათი ერთობლივი სადილი. დღის მეორე ნახევარში საქართველოს დელეგაცია ეწვევა ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარს, რის შემდეგაც დაგეგმილია საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა სრულიად სომხების კათოლიკოსთან, გარეგინ მეორესთან. ვიზიტის დასასრულს კი საქართველოს პრემიერ–მინისტრის პატივსაცემად სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრის ტიგრან სარგსიანის სახელით გაიმართება ოფიციალური სადილი.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი