სოხუმში ლავროვს ელოდებიან

18 აპრილს სოხუმში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ელოდებიან.  ამ დღეს სოხუმში რუსეთის საელჩოს ახალი კომპლექსის გახსნა იგეგმება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბასა და სერგეი ლავროვის ოფიციალური შეხვედრა 19 აპრილს იგეგმება. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრაზე მხარეები ორმხრივი ურთიერთობის საკითხებსა და აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

მარია ზახაროვას, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი აფხაზეთის რესპუბლიკაში  რუსულ-აფხაზური ურთიერთობების განვითარებას დამატებით იმპულსს მისცემს.

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 2008 წელის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.

სოხუმი; 2016; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

სოხუმი; 2016; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი