ახალი ამბები

კობახიძე: როცა საქმე ეხება თვითმმართველობას, ძალიან მნიშვნელოვანია ფრთხილი მიდგომა

29 მარტი, 2017 • 1720
კობახიძე: როცა საქმე ეხება თვითმმართველობას, ძალიან მნიშვნელოვანია ფრთხილი მიდგომა

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის  განცხადებით, 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შესაძლო გაუქმების თაობაზე ზოგადი მსჯელობა მიმდინარეობს.

“ზოგადი მსჯელობა არის ამ საკითხზე, თუმცა ეს  ეფექტიანი თვითმმართველობის ჩამოყალიბებასთან კავშირში არ არის. ამასთან დაკავშირებით საჭიროა ძალიან დეტალური მსჯელობა. თავის დროზე გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღებოდა ნაჩქარევად, როცა საქმე ეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, ძალიან მნიშვნელოვანია ფრთხილი მიდგომა,” – ამბობს ირაკლი კობახიძე.

მისივე აზრით, დეტალური მსჯელობის საფუძველზე უნდა განისაზღვროს ამა თუ იმ გადაწყვეტილების პლუსები და მინუსები, მათ შორის- ეკონომიკური ეფექტი, სოციალური ეფექტი და ა.შ.

“ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. შესაბამისად, დღეს ვერანაირი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ვერ მექნება,” – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.

საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერმინისტრს 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შესაძლო გაუქმების თაობაზე წერილით მიმართავენ.

წერილში ნათქვამია, რომ ეფექტური თვითმმართველობის ჩამოყალიბებაქართული ოცნებისერთერთი მთავარი დაპირებაა – 2013 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცადეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები“, სადაც  რეფორმის მიმართულებები და ეტაპებია გაწერილი, ხოლო 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღოთვითმმართველობის კოდექსი“.

რეფორმის პირველ ეტაპზე მოხდა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა და მერების/გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა.

“სწორედ ეს ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეაფასეს ევროსაბჭომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რაც „Freedom House“-ის 2015 წლის მოხსენებაში საქართველოს რეიტინგის ზრდაზეც შესაბამისად აისახა (იხ. მოხსენება https://freedomhouse.org/report/nations-transit/2015/georgia). აქედან გამომდინარე, ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ მთავრობა თანმიმდევრულად განახორციელებდა მის მიერვე შემუშავებული თვითმმართველობის სტრატეგიით განსაზღვრულ საქმიანობებს, მათ შორის, მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ ოპტიმიზაციასაც.

მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმამ იმედი გააჩინა, რომ ქვეყნის ძირითადი კანონის დონეზე თვითმმართველობა ინსტიტუციურად კიდევ უფრო მეტად განმტკიცდებოდა. თუმცა, ნაცვლად ამისა, ბოლო დროს ვისმენთ მმართველი პარტიის წარმომადგენლების ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ იგეგმება 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება, რაც ერთმნიშვნელოვნად რეფორმის დეკლარირებული პრინციპებიდან გადახვევაა“, – ნათქვამია წერილში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი