ახალი ამბები

საახალწლო პროგრამა თბილისში

18 დეკემბერი, 2012 • 2816
საახალწლო პროგრამა თბილისში

 

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 25 დეკემბრიდან 14 იანვრამდე – მთაწმინდის პარკში სანტა კლაუსი და თოვლის ბაბუა პატარებს საჩუქრებით და სხვადასხვა გასართობი სანახაობით შეხვდებიან, ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო კონცერტები და თეატრალური წარმოდგენები.

 

ამავე დღეს, 16:00 საათზე დაგეგმილია მეიდნის საახალწლო ფესტივალის გახსნა თბილისის ბიგ ბენდის კონცერტით.

 

გარდა ამისა, კინოს მოედანზე  (ბამბის და რკინის რიგებს შორის ) ნაძვის ხეების ფესტივალის გახსნა (სხვადასხავ კომპანიები წარმოადგენენ თავიანთი დიზაინით შექმნილ ორიგინალურ ნაძვის ხეებს, რომელბიც გამოფენილი იქნება 2 იანვრამდე) იგეგმება.

 

ასევე 16:00 საათიდან, მეიდნის საახალწლო ფესტივალის განმავლობაში, ყოველდღე კინოს მოედანზე გაიმართება თბილისის ხელოვნების სკოლების ორკესტრებისა და ანსამბლების კონცერტები. 

 

მომდევნო დღეს, 26 დეკემბერს, კინოს მოედანზე 15:00 საათზე თოჯინების საოპერო თეატრის სპექტაკლი “სევილიელი დალაქი” გაიმართება.

 

27 დეკემებრს, 18:00 საათზე ამავე მოედანზე დაგეგმილია თითების თეატრის სპექტაკლი “ექსტრავაგანსა.”

 

25 დეკემბრიდან 15 იანვრამდე კი გლდანის პარკში მოქალაქეებს ყინულის მოედანზე მისვლა შეეძლებათ. 

 

ახალი წლის შემდეგ კი, 4 ინვარსა და 10 იანვარს, როგორც მერიაში აცხადებენ, თოვლის ბაბუა გლდანისა და მუშტაიდის პარკებს ტრადიციული საჩუქრებით  ესტუმრება.

 

მერიის ინფორმაციით, ღონისძიებებზე დასწრება უფასოა

მასალების გადაბეჭდვის წესი