ახალი ამბები

დევნილებისთვის წყალტუბოში 35 სახლი აშენდა

18 დეკემბერი, 2012 • 1072
დევნილებისთვის წყალტუბოში 35 სახლი  აშენდა

იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 35 ინდივიდუალური სახლი აშენდა.

 

როგორც დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დახმარებით განხორციელდა. შესაბამისი მემორანდუმი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან 2011 წლის ნოემბერში გაფორმდა.

 

“მემორანდუმის თანახმად, აღნიშნული სახლების გარე კომუნიკაციებთან მიერთება (ელექტროენერგია,კანალიზაცია, წყალმომარაგება), საჯარო რეესტრში დარეგისტრირება, შიდა კვარტალური გზების ასფალტირება, სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტს უნდა განეხორციელებინა. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებისთვის საჭიროა 189 700 ლარი, რისი შესაძლებლობაც მუნიციპალიტეტს არ გააჩნია.   

 

შესაბამისად, სამუშაოები რომ არ შეფერხებულიყო, აღნიშნულ პრობლემაზე დევნილთა სამინისტრომ იმსჯელა, სამინისტრომ შეამცირა საკუთარი ასიგნებები 190 000 ლარის ოდენობით და მთავრობის განკარგულებით ჩაერიცხა წყალტუბოს მუნიციპალიტეტს,”- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.    

 

მასალების გადაბეჭდვის წესი