ახალი ამბები

რუსეთში ძალაში შევიდა კანონი ‘უცხოეთის აგენტების’ შესახებ

21 ნოემბერი, 2012 • • 1119
რუსეთში ძალაში შევიდა კანონი ‘უცხოეთის აგენტების’ შესახებ

მსგავსი ტიპის არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც უარს განაცხადებენ ახალი სტატუსით დარეგისტრირებაზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. გარდა ამისა, ნებისმიერი მედიასაშუალება, მათ შორის ინტერნეტგამოცემები, ვალდებული იქნებიან, რომ კანონის რეგულაციის ქვეშ მოხვედრილი ორგანიზაციები “უცხოეთის აგენტებად” მოიხსენიონ.

 

რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი კანონის ბოიკოტირებას აპირებს, დასჯის შემთხვევაში კი ევროსასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ.

 

კანონის რეგულირება შეეხება უფლებადაცვით ორგანიზაციებს რუსეთში, რომელთა შორისაა “მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი”, “მემორიალი”, ასევე ასოციაციაცია “გოლოს”, რომელიც არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობას ეწევა.

 

აღნიშნული კანონი რუსეთის დუმამ 2012 წელს საგაზაფხულო სესიის დასრულებისას მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი