ახალი ამბები

‘თბილისის წყლის’ ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს

21 ნოემბერი, 2012 • 892
‘თბილისის წყლის’ ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს

თბილისის წყლის ყოფილი ხელძღვანელი, გიორგი ქელბაქიანი, რომელიც ამჟამად სამშენებლო კომპანიის შპს ენსისის დირექტორია, ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. 

 

გიორგი ქელბაქიანთან ერთად დაკავებულია ამავე კომპანიის ფინანსური მენეჯერი არჩილ ჩოგოლაძე. 

 

ადვოკატის, ირაკლი ჟორჟოლიანის თქმით, მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით ედებათ. 

 

აღნიშნულ დაკავებებთან დაკავშირებით ამ დრომდე არც მთავარ პროკურატურას და არც შსს-ს განცხადება არ გაუკეთებიათ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი