ახალი ამბები

ირანის თავდაცვის მინისტრი რევოლუციურ შურისძიებაზე საუბრობს

18 ნოემბერი, 2012 • 931
ირანის თავდაცვის მინისტრი რევოლუციურ შურისძიებაზე საუბრობს

“სიონისტური რეჟიმის დასრულება შესაძლებელელია მხოლოდ გაერთიანებული, რევოლუციური შურისძიებით მუსლიმური სამყაროსგან”, -ვაჰიდის ციტატას აქვეყნებს ირანული საინფორმაციო სააგენტო.

 

გასულ კვირას ისრაელის სამხედრო ძალებმა დაჯგუფება “ჰამასის” ერთ-ერთი ფრთის ლიდერი, აჰმად ჯაბარი მოკლეს და განაცხადეს, რომ ეს ღაზის სექტორში შეიარაღებული პალესტინელების წინააღმდეგ საომარი ოპერაციის მხოლოდ დასაწყისი იყო. დღეს ოპერაცია “ღრუბლის სვეტის” ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ “ჰამასის” მოქმედებებზე ზემოქმედების მიზნით დაგეგმილი აქვთ რეგიონში რამდენი ასეულ ობიექტზე შეტევა.

 

ღაზის სექტორის დაბომბვა გრძელდება, როგორ საჰაერო, ასევე საზღვაო გზებით. ბიბის ცნობით, 48 პალესტინელი და 3 ისრაელელი ემსვერპლა ოპერაციას.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს და გაეროს მოუწოდა, ზეწოლა განეხორციელებინა ისრაელზე. მანვე თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთს საფრთხე ემუქრება. სალეხიმ ასევე მზადყოფნა გამოაცხადა ღაზის სექტორში მის ვიზიტზე და სამედიცინო დახმარების გაგზავნაზე.

 

BBC წერს, რომ ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიუჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის არმია მზადაა ღაზის სექტრორში ჰამასის დაჯგუფების საწინააღმდეგოდ  ოპერაცია მნიშვნელოვნად გააფართოვოს.

 

დღეს დილით, რამდენიმესაათიანი შესვენების შემდეგ ჰამასის დაჯგუფებებმა განაახლეს სროლა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით. ბიბისი წერს, რომ თელ ავივის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვეს. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, ორივე რაკეტა სისტემა “რკინის გუმბათის” მიერ იქნა ხელში ჩაგდებული.  

მასალების გადაბეჭდვის წესი