ახალი ამბები

თენგიზ გუნავას 10 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა

18 ნოემბერი, 2012 • • 1001
თენგიზ გუნავას 10 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა

პროკურატურის შუამდგომლობა თენგიზ გუნავას მიმართ იყო წინასწარი პატიმრობის შეფარდება, ხოლო გუნავას დაცვის მხარე ითხოვდა 5 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას. სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის ყოფილ უფროსს 10 000 ლარის გირაო შეუფარდა. 

 

თენგიზ გუნავას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, დილის 11 საათზე დაიწყო.  შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თენგიზ გუნავას დაკავებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, გუნავა არის სიმბოლო სამეგრელოში ნარკოტიკების მაფიის მოსპობის

 

“გუნავას უფროსობის დროს სამეგრელოდან პრაქტიკურად ამოიკვეთა არათუ ნარკოტიკების არსებობა, ასევე მოხმარება. ალბათ, ცოტა დამცინავად ჟღერს, რომ მას ბრალი წაუყენეს ნარკოტიკების მოხმარებისა თუ შენახვისთვის.  გუნავა იყო ადამიანი, რომელიც ჩემი დავალებით ომის დროს დარჩა ზუგდიდში და რუსეთის საოკუპაციო ჯარის იქ ყოფნის დროს  ის ყოველთვის იყო იქ და განსხვავებით სხვა ქალაქებისგან, არ მომხდარა პანიკა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თითოული და თოთოეულის ქონება იყო დაცული. მასაც, ისევე როგორც ხიზანიშვილს და მის ოჯახს, დავუდგები მხარში და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ადამიანები გავათავისუფლოთ და საზოგადოებას დავანახოთ, რა საშიშ ტენდენციასთან გვაქვს საქმე,”- განაცხადა მერაბიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი