ახალი ამბები

დეკანოზზე პატრიარქის განცხადებიდან ამოღებულ ტექსტს “ობიექტივი” ავრცელებს

18 თებერვალი, 2017 • 3071
დეკანოზზე პატრიარქის განცხადებიდან ამოღებულ ტექსტს “ობიექტივი” ავრცელებს

“რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან მეორეს? ვისი დავალებით ხდება ეს?” – ეს არის ტექსტი, რომელიც ამოჭრილია პატრიარქის ვიდეოგანცხადებიდან, რაც გაავრცელა ზუგდიდსა და ცაიშის ეპარქიამ ორი დღის წინ.

ვიდეომიმართვის სრული ვერსია დღეს ტელეკომპანია ობიექტივმა გამოაქვეყნა. პატრიარქის ტექსტი დეკანოზზე ამ ნაწილიანად ასე გამოიყურება:

“…სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთვარდა, კარგი შედეგებია, ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის, უკვე კარგა ხანია, და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან.

რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან მეორეს? ვისი დავალებით ხდება ეს?

…ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება,”- ამბობს პატრიარქი.

ჩვენ შევეცადეთ ზიგდიდის და ცაიშის მიტროპოლით გერასიმესთან დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, რათა გაგვერკვია, თუ რა მოტივით იქნა ამოღებული მათი ფეისბუკის გვერდზე გავრცელებული ვიდეოებიდან პატრიარქტის გარკვეული ტექსტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი