ახალი ამბები

ქარიშხალმა ‘სენდიმ’ ნიუ–იორკი მნიშვნელოვნად დააზარალა

30 ოქტომბერი, 2012 • 1288
ქარიშხალმა ‘სენდიმ’ ნიუ–იორკი მნიშვნელოვნად დააზარალა

ქარიშხალის შედეგად ნიუ–იორკის სამედიცინო ცენტრიდან Langone Medical Center 200 პაციენტის ევაკუაცია მოახდინეს. დატბორილია ნიუ–იორკის გვირაბები და მეტროს სადგურები. ნიუ–იორკში, მანჰეტენზე 250 000 ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ნიუ–იორკის მეტროპოლიტენის წარმომადგენლების განცხადებით, მეტროს 108– წლიანი ისტორიის მანძილზე სტიქიის შედეგად არასოდეს არ შექმნილა მსგავსი საგანგაშო მდგომარეობა, რაც ახლაა.  

აშშ–ის 13 შტატში 6,5 მილიონ ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

მასალების გადაბეჭდვის წესი