ევრპალამენტის პრეზიდენტად იტალიელი კონსერვატორი, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წარმომადგენელი, ანტონიო ტაიანი აირჩიეს. იგი ამ პოსტზე მარტინ შულცს შეცვლის.
ანტონიო ტაიანიმ 351 ხმა მიღო, მისმა კონკურენტმა, ასევე იტალიელმა სოციალისტმა ჯანი პიტელამ – 282.
ანტონიო ტაიანი იტალიის ყოფილი პრეზიდენტის, სილვიო ბერლუსკონის პრესსპიკერი იყო. იგი ყოფილი ევროკომისარია.