მოვლენები
მსახიობმა მერილ სტრიპმა საპატიო ოქროს გლობუსი მიიღო. სტრიპის სამადლობელი სიტყვა პოლიტიკური შინაარსის იყო, მან არაპირდაპირ არაერთხელ ახსენა ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდნტი დონალდ ტრამპი  08.01.2017 ©  EPA

“ლა ლა ლენდის” ტრიუმფი და მერილ სტრიპის პოლიტიკური სიტყვა ოქროს გლობუსის დაჯილდოვებაზე

“ოქროს გლობუსის” 74-ე დაჯილდოების ცერემონია 8 იანვარს გაიმართა. შოუს წელს ჯიმი ფელონი მასპინძლობდა. ყველაზე მეტი, 7 ჯილდო ფილმს ლა ლა ლენდი (La La Land) ერგო. მერილ სტრიპმა კი, რომელსაც საპატიო გლობუსი გადასცეს, თავის სიტყვაში ძირითადად დონალდ ტრამპის შესახებ ისაუბრა.

გამარჯვებულების სრული სია ასე გამოიყურება:

საუკეთესო ფილმი/დრამა:

საუკეთესო კომედია ან მიუზიკლი:

საუკეთესო კაცი მსახიობი (დრამაში):

საუკეთესო ქალი მსახიობი (დრამა):

საუკეთესო კაცი მსახიობი (კომედია/მიუზიკლი):

საუკეთესო ქალი მსახიობი (კომედია/მიუზიკლი):

საუკეთესო კაცი მსახიობი მეორეხარისხოვანი როლისთვის:

საუკეთესოო ქალი მსახიობი მეორეხარისხოვანი როლისთვის:

  • ვაიოლა დევისი – Fences

საუკეთესო რეჟისორი:

  • დამიენ ჩაზელი – “ლა ლა ლენდი”

საუკეთესო სცენარი:

  • დემიენ ჩაზელი – “ლა ლა ლენდი”

საუკეთესო სიმღერა ფილმისათვის:

საუკეთესო მუსიკა ფილმისათვის:

  • La La Land

საუკეთესო სატელევიზიო სერიები:

საუკეთესო ანიმაცია:

უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში პოლ ვერჰოვენის ფილმმა “ის ქალი” გაიმარჯვა. რაც შეეხება სატელევიზიო შოუებს, საუკეთესო მსახიობი კაცი ბილი ბობ ტორტონი გახდა “გოლიათში” შესრულებული როლისთვის, ხოლო საუკეთესო მსახიობი ქალი კლერ ფოი გახდა “გვირგვინში” შესრულებული როლისთვის. სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

საპატიო ოქროს გლობუსი წელს მსახიობს მერილ სტრიპს გადასცეს, რომელიც უკვე 30-ჯერ იყო ნომინირებული ამ ჯილდოზე და 8 მათგანი მოიპოვა კიდეც. მერილ სტრიპმა თავის სამადლობელ სიტყვაში ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამის შესახებ ისაუბრა:

“წელს ერთმა შესრულებამ გამაოცა, არა იმიტომ, რომ ეს კარგი შესრულება იყო, პირიქით მასში არაფერი კარგი არ ყოფილა, მაგრამ ის ეფექტური იყო და მისი საქმე შეასრულა.  საზოგადოებას აიძულა გულიანად ეცინა. […] მომენტი როდესაც ადამიანს სურს ყველაზე საპატივსაცემო ადგილი დაიკავოს ამ ქვეყანაში, ის კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რეპორტიორს დასცინის. ამ სცენამ გული გამიტეხა, ახლაც არ ამომდის თავიდან ეს სცენა, რადგან ეს კინოში კი არა რეალურ ცხოვრებაში ხდებოდა.

ეს დამცირების ინსტინქტი, რომელიც საჯარო პლატფორმიდან მოდის, ისეთი ადამიანისგან ვისაც ძალაუფლება აქვს, სხვა ადამიანებს ნებას რთავს მსგავსად მოიქცნენ […] უპატივცემულობა იწვევს უპატივცემულობას, ძალადობა იწვევს ძალადობას, როდესაც ძალაუფლების მქონე პირი მის პრივილეგირებულ პოზიციას სხვის დასამცირებლად იყენებს ჩვენ ყველანი ვმარცხდებით””- განაცხადა სტრიპმა.

“ოქროს გლობუსის” ნომინანტებსა და გამარჯვებულებს ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია ადგენს. ცერემონიალს ხშირად მოიხსენიებენ ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების რეპეტიციად, ოსკარის ნომინატების სია ჯერ ცნობილი არ არის.

მსახიობმა მერილ სტრიპმა საპატიო ოქროს გლობუსი მიიღო. სტრიპის სამადლობელი სიტყვა პოლიტიკური შინაარსის იყო, მან არაპირდაპირ არაერთხელ ახსენა ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდნტი დონალდ ტრამპი 08.01.2017 © EPA

მსახიობმა მერილ სტრიპმა საპატიო ოქროს გლობუსი მიიღო. სტრიპის სამადლობელი სიტყვა პოლიტიკური შინაარსის იყო, მან არაპირდაპირ არაერთხელ ახსენა ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდნტი დონალდ ტრამპი 08.01.2017 © EPA

ემა სთოუნი ფილმში"ლა ლა ლენდი" შესრულებული როლის გამო მიღებული ჯილდოთი. ოქროს გლობუსის დაჯილდოვების 74-ე ცერემონია, 08.01.2017 © EPA/MIKE NELSON

ემა სთოუნი ფილმში”ლა ლა ლენდი” შესრულებული როლის გამო მიღებული ჯილდოთი. ოქროს გლობუსის დაჯილდოვების 74-ე ცერემონია, 08.01.2017 © EPA/MIKE NELSON

პოლ ვერჰოვენი ფილმისთვის "ის ქალი" მიღებული ჯილდოთი. ოქროს გლობუსის დაჯილდოვების 74-ე ცერემონია, 08.01.2017 © EPA/MIKE NELSON

პოლ ვერჰოვენი ფილმისთვის “ის ქალი” მიღებული ჯილდოთი. ოქროს გლობუსის დაჯილდოვების 74-ე ცერემონია, 08.01.2017 © EPA/MIKE NELSON

ფილმზე "ლა ლა ლენდი" მომუშავე ადამიანების ჯგუფი. ლა ლა ლენდი ოქროს გლობუსის ფავორიტი გახდა, მან ჯამში 7 ჯილდო მოიპოვა. ფოტო თავად ჰოლიუდის უცხოურმა პრესის აკადემიამ გაავრცელა 08.01.2017 © EPA

ფილმზე “ლა ლა ლენდი” მომუშავე ადამიანების ჯგუფი. ლა ლა ლენდი ოქროს გლობუსის ფავორიტი გახდა, მან ჯამში 7 ჯილდო მოიპოვა. ფოტო თავად ჰოლიუდის უცხოურმა პრესის აკადემიამ გაავრცელა 08.01.2017 © EPA

ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com