ახალი ამბები

29 დეკემბერი: სულდა-თურქეთის საზღვრის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

29 დეკემბერი, 2016 • 5797
29 დეკემბერი: სულდა-თურქეთის საზღვრის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

დღეს, 29 დეკემბერს, საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო  – ძლიერი ქარბუქის, ლიპყინულისა და შეზღუდული ხილვადობის გამო სულდა-თურქეთის საზღვრის მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობაზე შეზრუდვები მოქმედებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ20-კმ36 (სულდა-თურქეთის საზღვარი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის  ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დეპარტამენტის ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი