ახალი ამბები

ავტოკეფალიის აღდგენისა და პატრიარქის იუბილის აღნიშვნის მიზნით მთავრობა კომისიას ქმნის

29 დეკემბერი, 2016 • 2910
ავტოკეფალიის აღდგენისა და პატრიარქის იუბილის აღნიშვნის მიზნით მთავრობა კომისიას ქმნის

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის და პატრიარქის აღსაღდრებისა და დაბადების იუბილეების აღსანიშნავად კომისია შეიქმნება, რომელიც იფიქრებს იმ ფორმაზე, თუ როგორ უნდა აღინიშნოს “ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი”. პრემიერის განცხადებით, კომისიაში მთავრობის, საპატრიარქოს და საზოგადოების წარმომადგენლები შევლენ:

“2017 წელს სრულდება 100 წლისთავი  საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან, ასევე არის ჩვენთვის ყველასთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის, ჩვენი პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე და დაბადების 85 წლის იუბილე, ამიტომ ჩვენ გადავწვიტეთ, რომ  შეიქმნას სპეციალური კომისია, სადაც შევლენ მთავრობის წარმომადგენლები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და საზოგადოების წარმომადგენლები და განსაკუთრებულად აღვნიშნოთ ეს ძალიან მნიშვნელ;ოვანი თარიღი”,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი