ახალი ამბები

გორში სინაგოგა გაქურდეს

1 დეკემბერი, 2016 • 4006
გორში სინაგოგა გაქურდეს

დღეს, 1 დეკემბერს, გორში ებრაელების სალოცავი სინაგოგა გაქურდეს. ტელეიმედის ინფორმაციით, წაღებულია ხბოს ტყავზე ხელით ნაწერი უძველესი თორები, ნაწილი კი შენობის უკან დაზიანებული აღმოაჩინეს.

როგორც გორში მცხოვრები ებრაელები ამბობენ, მათთვის ეს ყველაზე დიდი საგანძური იყო და მიყენებული ზარალი შეუფასებელია, რადგან ყველა ებრაელი მორწმუნე ცდილობს სალოცავში თორების შენახვასა და დაცვას.

“მსგავსი იავარქმნა ჩვენი რელიგიური სიწმინდეების არ მომხდარა. არა  მგონია, ეს ქართველის ხელით იყოს ჩადენილი. ეს ჩაიდინა ქართველებისა და ებრაელების საერთო მტერმა, რომ ჩვენ შორის გააჩინოს ურთიერთობის ხიდჩატეხილობა,” – განუცხადა “იმედს” ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, გულნარა მამისთვალოვმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებაში, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ქურდობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი