ახალი ამბები

ავღანეთის მე–17 მსხვერპლი

30 ივლისი, 2012 • • 1465
ავღანეთის მე–17 მსხვერპლი

სენაკელი გივი ფანუცულაიას გარდაცვალების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია 28 ივლისს გაავრცელა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაპრალი გივი ფანცულაია ავღანეთში მოწინააღმდეგის მიერ ნაღმმტყორცნი ჭურვის აფეთქების შედეგად 2012 წლის იანვარში დაიჭრა. მას ამერიკული მხარის მიერ ადგილზევე სამედიცინი დახმარება მყისიერად ჩაუტარდა, შემდეგ ის გადაიყვანეს გერმანიაში, ამერიკის სამხედრო ჰოსპიტალში. კაპრალი იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში და აღენიშნებოდა ნერვული სისტემის დაზიანება.

3 მარტის შემდეგ გივი ფანცულაია გადმოიყვანეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მისი სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები 6 თვის განმავლობაში იბრძოდნენ, თუმცა მისი  გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ  უკვე მიუსამძიმრა გარდაცვლილის ოჯახს და განაცხადა, რომ დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს დაფარავს. ფანცულაიას ოჯახს ასევე მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

გივი ფანცულაია არის მე–17 ქართველი ჯარისკაცი, რომელიც ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციას ემსხვერპლა. საქართველო ნატოს ISAF-ის მისიას 2009 წელს შეუერთდა. 

გივი ფანცულაია
გივი ფანცულაია

მასალების გადაბეჭდვის წესი