ახალი ამბები

წინასწარი შედეგებით, ახალციხეში ენმ-ის კანდიდატმა ოცნების კანდიდატზე მეტი ხმა მიიღო

9 ოქტომბერი, 2016 • 1396
წინასწარი შედეგებით, ახალციხეში ენმ-ის კანდიდატმა ოცნების კანდიდატზე მეტი ხმა მიიღო

ცესკოს წინასწარი შედეგებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამი მაჟორიტარული ოლქიდან ორში სახელისუფლებო კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ხმების რეკორდული რაოდენობა – 66.19% მიიღო ნინოწმინდა-ახალქალაქის #46 ოლქში ენზელ მკოიანმა, ქართული ოცნების კანდიდატმა[სულ 89 უბნიდან მონაცემები დათვლილია 46 უბნის მიხედვით].

წინასწარი შედეგებით, პირველივე ტური მოიგო ასპინძა-ბორჯომის #45 ოლქში გედევან ფოფხაძემ  ქართული ოცნებიდან და გაიმარჯვა ხმების 53.81%-ით, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა ენმ-ის წარმომადგენელი ტარიელ ლონდარიძე – 20.2% [სულ 70 უბნიდან მონაცემები დათვლილია 37 უბნის მიხედვით].

ცესკოს წინასწარი შედეგებით, არჩევნების მეორე ტური გამოავლენს ახალციხე-ადიგენის #44 ოლქის მაჟორიტარ კანდიდატს, სადაც ამ დროის მონაცემებით, ენმ-ის კანდიდატი უსწრებს ხელისუფლებისას და სწორედ მათ შორისაა მოსალოდნელი მეორე ტური.

13:45 საათის მდგომარეობით მათი შედეგები ასე გამოიყურება:

ვაჟა ჩიტაშვილი, ენმ – 44.7%

გიორგი კოპაძე, ქართული ოცნება – 37.79%

ამ ოლქში სულ 53 უბნიდან მონაცემები დათვლილია 22 უბნის მიხედვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი