ახალი ამბები

თბილისის მერიაში არ ადასტურებენ ინფორმაციას რუსთაველის გამზირის 1 თვით გადაკეტვაზე

7 მაისი, 2024 •
თბილისის მერიაში არ ადასტურებენ ინფორმაციას რუსთაველის გამზირის 1 თვით გადაკეტვაზე

თბილისის მერიაში არ ადასტურებენ ინფორმაციას რუსთაველის გამზირის 1 თვით გადაკეტვის შესახებ.

როგორც ნეტგაზეთს თბილისის მერიაში განუცხადეს, მსგავსი ინფორმაცია არ აქვთ. მათივე განცხადებით, თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თავად თბილისის მერია გაავრცელებს ოფიციალურად.

დღეს, 7 მაისს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ნინო ჯღარკავამ Facebook-ზე დაწერა, რომ თბილისის მერია რუსთაველის გამზირის გადაკეტვას 1 თვით აპირებს. თუმცა ამ დროისთვის [21:35 სთ] ნინო ჯღარკავას პოსტი აღარ იძებნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი