ახალი ამბები

დაკავებულია გონიოს მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე ქალი

25 ივნისი, 2012 • 1047
დაკავებულია გონიოს მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე ქალი

სამართალდაცვებმა იგი ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლის [წვრილმანი ხულიგნობა] ბრალდებით დააკავეს და მას სამთვიანი პატიმრობა ან 100– ლარიანი ჯარიმა ემუქრება.

პროცესი ბათუმის სასამართლოში იმის გამო შეწყდა, რომ დაკავებული ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

პოლიციელ დიასამიძის ჩვენებით, რომელმაც სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, დაკავებული 20 ივლისს გონიოს ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა სხვა გოგონასთან ერთად, რომელსაც ლანძღავდა, შემდეგ კი ისროლა ბოთლი, რომელიც არავის მოხვედრია.

დაკავებულმა ქალბატონმა, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქეა, სასამართლოზე დაადასტურა პოლიციელის მონათხრობი.

მანამდე  მან „ბათუმელებს” და სხვა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რესტორანში ტრაპზონის მერთან ერთად იჯდა.


ამავე თემაზე:

ტრეფიკინგის ნიშნები და თურქი მაღალჩინოსნები გონიოს ბორდელებში

წახალისებული სექსტურიზმი გონიოში



მასალების გადაბეჭდვის წესი