ახალი ამბები

ხვალიდან მარჯანიშვილის მოედანი გადაიკეტება

22 მაისი, 2012 • 3166
ხვალიდან მარჯანიშვილის მოედანი გადაიკეტება

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მარჯანიშვილის გადაკეტვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი ქალაქში დაგეგმილი ღონისძიებების მზადებასთან დაკავშირებით ხდება.

“ზაარბრუკენის მოედნის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილისა და კიევის ქუჩების გავლით. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიცვლის მოძრაობის მიმართულებას”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

დაინტერესებულ პირებს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ მერიის ცხელ ხაზს 272 22 22.

მასალების გადაბეჭდვის წესი