ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შეიარაღებულმა პირებმა ერევანში პოლიციის შენობა დაიკავეს

17 ივლისი, 2016 • 1514
შეიარაღებულმა პირებმა ერევანში პოლიციის შენობა დაიკავეს

დოიჩე ველეს ინფორმაციით, ერევნის ერთ-ერთი პოლიციის შენობა შეიარაღებულმა პირებმა დაიკავეს. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შენობაში მყოფი პირები მძევლად არიან აყვანილი და ამ დროისთვის მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რაიონში, სადაც პოლიციის შენობა მმდებარეობს, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელები ოპოზიციური მოძრაობიდან “დამფუძნებელი პარლამენტი” არიან. მათ მიერ შენობის დაკავების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.

“თავდამსხმელები მოითხოვენ, გაათავისუფლონ რამდენიმე პოლიტპატიმარი, რომელთაც ბრალად ედებათ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა. ამ დროისთვის პოლიციის შენობასთან სამხედროების მობილიზება ხდება”, – წერს გამოცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი