ახალი ამბები

25 მლნ ლარი ენერგოვაუჩერებისთვის

20 თებერვალი, 2012 • 1003
25 მლნ ლარი ენერგოვაუჩერებისთვის

სულ 25 მლნ ლარი გამოიყოფა მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან ელექტროენერგიის ვაუჩერებისთვის, განაცხადა პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა 20 ტებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი განცხადებით, ვაუჩერს საქართველოში სულ 1 200 000 ოჯახი მიიღებს.

“ჩვენ მოქალაქეებს გაეზარდათ ელექტროენერგიის ხარჯები. პრეზიდენტის დავალებით შევიმუშავეთ ელექტროენერგიის ვაუჩერის პროგრამა. 20- ლარიანი ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგება დაიწყება ამ კვირას”, – განაცხადა გილაურმა.

პრემიერის ცნობით, ვაუჩერის დარიგებაზე პასუხისმგებელი იქნება ჯანდაცვის და სოციალური დახმარების სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი