ახალი ამბები

8 ილია ჭავჭავაძე და 55 აკაკი წერეთელი

20 თებერვალი, 2012 • 1073
8 ილია ჭავჭავაძე და 55 აკაკი წერეთელი

სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 8 ილია ჭავჭავაძე და 55 აკაკი წერეთელი ცხოვრობს.

ინფორმაციას გამოჩენილი ქართველების თანამედროვე სეხნიების და მოგვარეების შესახებ იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ტექნოლოგიების სამმართველო ავრცელებს.

სამმართველოს ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილების სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ასევე 160 – ნინო რამიშვილი, 109 – ანა კალანდაძე,77 – ნოდარ დუმბაძე,  51 – მიხეილ ჯავახიშვილი,  45 – ელენე ახვლედიანი, 26 – ნიკოლოზ ბარათაშვილი და 2 – გალაკტიონ ტაბიძეც ცხოვრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი