ახალი ამბები

შავი ზღვა გაიყინა

6 თებერვალი, 2012 • 2796
შავი ზღვა გაიყინა

ძლიერმა ყინვებმა შავი ზღვის სანაპირომდეც მიაღწია. ქერჩში, ოდესის ევპატორიასთან, წყალი ყინულად გადაიქცა. სანაპიროსთან ყინულის ნამსხვრავევბი დაცურავენ, ხოლო ნაპირიდან 100 მეტრის მანძილზე შესაძლებელია საშუალო ზომის აისბერგების დანახვა.

შექმნილი მდგომარეობის გამო 15 თებერვლამდე უკარინის პორტებში საზღვაო მიმოსვლა შეჩერებულია. დაკეტილია რუმინეთის პორტი „კონსტანცა“. სანაპიროზე ყინულის სისქე 40 სანტიმეტრს აღწევს. რუმინეთსა და ბულგარეთში გამოცხადებულია „ყვითელი“ და „სტაფილოსფერი“  საფრთხის კოდი.

შექმნილი მდგომარეობის გამო ამ ქვეყნების მოსახლეობა სასოწარკვეთილებაში არ ვარდება. ისინი გაყინულ წყალზე სრიალებენ, ხოლო  ყინულუსა და თივლისგან ქანდაკებებს აკეთებენ.  ბოლო დროს ასეთი ბუნებრივი ანომალიები 1977 წელს მოხდა. შავი ზღვა  ოდესის ნაპირებთან  ბოლომდე გაიყინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი