ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთი იმედოვნებს, რომ FIFA-ს წევრობაზე დადებით პასუხს მიიღებს

9 ივნისი, 2016 • 1153
აფხაზეთი იმედოვნებს, რომ FIFA-ს წევრობაზე დადებით პასუხს მიიღებს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, არტურ მიქვაბია იმედს გამოთქვამს, რომ აფხაზეთი FIFA-ს წევრობაზე დადებით პასუხს მიიღებს. მიმართვის შესახებ ინფორმაციას სპუტნიკ-აფხაზეთი ავრცელებს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს ოფიციალური წერილით მიმართა, რომელშიც FIFA-ს სთხოვს, განიხილოს აფხაზეთის მიღების შესაძლებლობა.

წერილში ნათქვამია, რომ აღნიშნული მიმართვა აფხაზეთის ტერიტორიაზე საფეხბურთო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებას უკავშირდება:

“ქვეყანაში დიდი ყურადღება ეთმობა ფეხბურთის განვითარებასა და პროპაგანდას. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში აფხაზეთის ქალაქებსა და სოფლის დასახელებებში თანამედროვე სტადიონები და საფეხბურთო მოედნები იხსნება, რომლებიც როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის არის გათვალისწინებული. ფეხბურთის მიმართ საზაგოადოებრივი ინტერესის გათვალისიწინებით, ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ მუდმივად იდგმება ნაბიჯები საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გაუმჯობესებისთვის. აფხაზეთის რესპუბლიკას ფეხბურთის მდიდარი მემკვიდრეობა და ტრადიციები აქვს, აფხაზეთის არაერთი წარმომადგენელი თამაშობდა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში საბჭოთა კავშირის ნაკრებში”.

არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატის, ConIFA-ს გამარჯვებული აფხაზეთის ნაკრები გახდა. ფინალში, რომელიც დღეს, 5 ივნისს, სოხუმში გაიმართა, აფხაზეთის ნაკრებმა პენჯაბის ნაკრები 7:6 დაამარცხა.

conifa 2016, ფოტო: იბრაგიმ ჭკადუა

conifa 2016, ფოტო: იბრაგიმ ჭკადუა

მასალების გადაბეჭდვის წესი