ახალი ამბები

კახა კალაძემ ნაკრები დატოვა[video]

11 დეკემბერი, 2011 • • 1031
კახა კალაძემ ნაკრები დატოვა[video]

კალაძე ნაკრებიდან წავიდა/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
კალაძე ნაკრებიდან წავიდა/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ დღეს, 11 დეკემბერს, ფილარმონიაში გამართულ “ქართული ოცნების” პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ საქართელოს ნაკრებს ტოვებს.

“მე, კახა კალაძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვაცხადებ, რომ მივდივარ ეროვნული ნაკრებიდან. ეს ჩემთვის უმძიმესი გადაწყვეტილებაა. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მხარს მიჭერდა გამარჯვებისთვის ბრძოლაში.  მადლობა გაულშემატკივარს, მწვრთნელს.

ეს ჩემთვის უმძიმესი გადაწყვეტილებაა, რადგან 15 წელი საქართველოს ნაკრების ღირსებას ვიცავდი. ამ ხნის მანძილზე 83 მატჩი ჩავატარე ეროვნულ ნაკრებში. აქედან ყველაზე დასანანი იყო ერთი მატჩი, რომელმაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. ეს შემთხვევით მოხდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი ქართველ გულშემატკივარს,”– განაცხადა კახა კალაძემ. სიტყვით გამოსვლისას მან სრული მხარდაჭერა აღუთქვა ბიძინა ივანიშვილს და ახალგაზრდებს ქართული ოცნების ახდენისკენ მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი