ახალი ამბები

Amnesty International ჰეიდარ ალიევის ძეგლზე წარწერის “გილოცავთ მონების დღეს!” ავტორების დაკავებაზე

17 მაისი, 2016 • 1450
Amnesty International ჰეიდარ ალიევის ძეგლზე წარწერის “გილოცავთ მონების დღეს!” ავტორების დაკავებაზე

Amnesty International აზერბაიჯანში იმ ახალგაზრდა აქტივისტების დაკავებას ეხმაურება, რომლებიც ბაქოს ერთ-ერთ პარკში აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ძეგლზე გრაფიტის გაჩენის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს.

მოძრაობა Nida-ს 21 წლის აქტივისტი ბარიამ მამედოვი და 22 წლის გიას იბრაგიმოვი 12 მაისს 8 გრამი ჰეროინის უკანონო ბრუნვის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულების ადვოკატმა პოლიციის მხრიდან მათ წამებაზეც ისაუბრა.

ჰეიდარ ალიევის ძეგლზე გრაფიტი აზერბაიჯანულ ენაზე Qul bayramınız mübarək! (გილოცავთ მონების დღეს!) 10 მაისს, ყვავილების დღესასწაულზე გაჩნდა, რომელიც ყოველ წელს ჰეიდარ ალიევის დაბადების დღეზე აღინიშნება. ძეგლის მეორე მხარეს ინგლისურ ენაზე ავტორებმა Fuck the system დაწერეს. წარწერები პოლიციამ მალევე წაშალა და ძეგლთან მორიგეობა დააწესა.

“ახალგაზრდების მიმართ ბრალდებები მოგონილია და პოლიტიკურად მოტივირებული. პოლიციელების მიერ დაკავებულთა სხეულებზე ძალადობრივი კვალის გამო აუცილებელია დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა”, – აცხადებენ უფლებამდაცველ ორგანიზაციაში.

Amnesty International აზერბაიჯანის ხელისუფლებას ახალგაზრდების მიმართ ძალადობრივი ქმედების მიუკერძოებელი გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი