ახალი ამბები

დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და მერს შორის საკრებულოში [ვიდეო]

17 მაისი, 2016 • 1559
დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და მერს შორის საკრებულოში [ვიდეო]

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ქალაქის მერი დავით ნარმანია სიტყვით გამოდიოდა, აქციის მონაწილეები შევიდნენ ტრანსპარანტებით.

მათ თან ჰქონდათ ამობეჭდილი ბოტანიკური ბაღის ფოტოები. ისინი მიმართავდნენ ნარმანიას, რომ ის არის ქალაქის მტერი, რადგან მან გაყიდა ბოტანიკური ბაღის ტერიტორია.

ამის შემდეგ ნარმანიამ მოუწოდა დაცვას, რომ უზრუნველეყოთ აქციის მონაწილეების გაყვანა დარბაზიდან, რაც ასეც მოხდა. ამის შემდეგ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი თაობის” წევრი თორნიკე ბიკაშვილი, რომელიც დარბაზიდან გამოაძევეს, ამბობს, რომ მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატად მივიდა საკრებულოში.

“დარბაზში არ მიშვებენ. მეუბნებიან, რომ ელოდებიან ვიღაცის ნებართვას. როგორც ჩანს, ელოდებიდნენ ნარმანიას პასუხს, აქვს თუ არა მას სურვილი მოისმინოს განსხვავებული აზრი. მე მოვედი, რომ დავსწრებოდი სხდომას და გამომეხატა ჩემი მშვიდობიანი პროტესტი, მაგრამ საშუალება არ მომცეს. დღეს ის აქ იმყოფება მხოლოდ იმიტომ, რომ მას ეს უბრძანეს შუშის სასახლიდან”, – განაცხადა ბიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი