ახალი ამბები

თბილისში დღის ბოლომდე ითოვებს

14 ნოემბერი, 2011 • 933
თბილისში დღის ბოლომდე ითოვებს
ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით, დღის ბოლომდე თბილისში თოვა შეწყდება. დღეს თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი –2 გრადუსი იქნება. ხვალიდან თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება.
დღეს დილიდან დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რაიონში თოვდა, სინოპტიკოსების ვარაუდით, ამაღამ შეიძლება კვლავ გაგრძელდეს თოვა, თუმცა ხვალიდან,  როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს.
16 ნოემბრამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 17 ნოემბრიდან კი მთელს საქართველოში კვლავ ნალექიანობაა მოსალოდნელი, ძირითადად წვიმის სახით, აღმოსავლეთში კი თოვლ–ჭყაპის სახით.

მასალების გადაბეჭდვის წესი