ახალი ამბები

NDI: მოსახლეობის თითქმის ნახევარი რუსეთს საქართველოსთვის საფრთხის შემცველ ქვეყნად მიიჩნევს

11 აპრილი, 2016 • 1154
NDI: მოსახლეობის თითქმის ნახევარი რუსეთს საქართველოსთვის საფრთხის შემცველ ქვეყნად მიიჩნევს

NDI-ის კვლევით გამოკითხულთა თითქმის ნახევარი აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. გამოკითხულთა 47-მა პროცენტმა საფრთხედ რუსეთი დაასახელა.

ამ თვალსაზრისით რეიტინგში მეორე ადგილზეა ISIS, რომელსაც მოსახლეობის 8% მიიჩნევს საფრთხედ. მესამეზე აშშ- 7%, მეოთხეზე თურქეთი – 5%, ნატო – 2%, სომხეთი – 1%.

Screen Shot 2016-04-11 at 11.20.32 AM

NDI-ის დაკვეთით კვლევა CRRC-მა ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები თებერვალ-მარტში განხორციელდა.

საველე სამუშაოების თარიღები : თებერვალი 23 – მარტი 14, 2016. 3,900 დასრულებული ინტერვიუ. წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%

მასალების გადაბეჭდვის წესი