ნორვეგიაში საქართველოს მოქალაქეს ისევ ვერ პოულობენ

ნორვეგიაში ტერაქტების მერე ისევ დაკარგულთა სიაში ირიცხება  ქართველი გოგონა თამთა ლიპარტელიანი. ამის შესახებ საქართველოს კონსულმა დანიის სამეფოში ნინო ქოჩორაშვილმა განაცხადა.

ნორვეგიაში ტერაქტების მერე ისევ დაკარგულთა სიაში ირიცხება  ქართველი გოგონა თამთა ლიპარტელიანი. ამის შესახებ საქართველოს კონსულმა დანიის სამეფოში ნინო ქოჩორაშვილმა განაცხადა.

თამთა ლიპარტელიანი ნორვეგიაში, ახალგაზრდულ ბანაკში მასობრივი მკვლელობის დროს იმყოფებოდა.  ბანაკში ასევე იმყოფებოდა მეორე ქართველი  ნათია ჩხეტიანი, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება.

ოსლოდან 30 კილომეტრით დაშორებულ ბანაკში, სადაც ნორვეგიის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით 500–ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, მასობრვი მკვლელობა 22 ივლისს მოხდა. ავტომატით შეიარაღებულმა 32 წლის ნორვეგიელმა 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში 85 ადამიანი მოკლა, ათეულობით დაჭრა, ოთხს კი ამ დრომდე ეძებენ, მათ შორის არის თამთა ლიპარტელიანი. პოლიცია მათ მყვინთავების დახმარებით ეძებს, რადაგნ მიაჩნიათ, რომ გაქცევისას, შესაძლოა, მათ გაცურვა სცადეს და ამ დროს დაიკარგნენ. თავდამსხმელი პოლიციამ უკვე დააკავა. ის ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტი, ფუნდამენტალისტი ქრისტიანი ნორვეგიის მოქალაქე აღმოჩნდა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი სოციალურ ქსელებში სხვადასხვა რელიგიის ადამიანების წინააღმდეგ აქტიურად ილაშქრებდა. მან უკვე აღიარა დანაშაული და თქვა, რომ მისი საქციელი “საზარელი, თუმცა, აუცილებელი იყო.”

პოლიციისვე ინფორმაციით, ბანაკში თავდასხმამდე  რამდენიმე საათით ადრე მკვლელობაში ეჭვმიტანილმა აფეთქება მოაწყო ოსლოში, სამთავრობო შენობებთან, სადაც 7 ადამიანი დაიღუპა. დაკავებულს ნორვეგიის კანონმდებლობის შესაბამისად მაქსიმალური, 21–წლიანი სასჯელი ემუქრება.

ეჭვმიტანილი  დღეს წარსდგება სასამართლოს წინაშე.

ამავე თემაზე:

თამთა ლიპარტელიანს ნორვეგიაში ამ დრომდე ეძებენ

ტრაგედიის დროს ნორვეგიის ახალგაზრდულ ბანაკში ქართველებიც იმყოფებოდნენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი