ახალი ამბები

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” პროკურატურისგან 26 მაისის მოვლენების გამოძიების შესახებ ინფორმაციას ითხოვს

29 ივნისი, 2011 • 1125
“ადამიანის უფლებათა ცენტრი” პროკურატურისგან 26 მაისის მოვლენების გამოძიების შესახებ ინფორმაციას ითხოვს

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” მთავარი პროკურატურისგან მოითხოვს, გონივრულ ვადაში მოხდეს 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლის დროს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებისა და სხვა დანაშაულის ნიშნების გამოძიება.

შესაბამისი წერილობითი განცხადებით აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის იურიდიულმა ჯგუფმა უკვე მიმართა ქვეყნის მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას.

20 ივნისს საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, ცნობილი გახდა, რომ “ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული წარმომადგენლების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მოვითხოვთ, რომ ზემოაღნინშნულ ფაქტებზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს ეფექტურად, მიუკერძოებლად და სრულად, რათა კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების პრინციპებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილ იქნას დამნაშავე პირთა გამოვლენა და მათი სათანადო დასჯა. გთხოვთ, შეგვატყობინოთ გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე,” – ნათქვამია “ადამიანის უფლებათა ცენტრის” განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი