საზოგადოება

ობამას პირველი დიდი წარმატება

8 აგვისტო, 2011 • • 1118
ობამას პირველი დიდი წარმატება

ბარაკ ობამას ჯანდაცვის ახალი რეფორმის კანონპროექტი ამერიკის კონგრესმა მიიღო.

დემოკრატებს მინიმუმ 216 ხმა უნდა დაეგროვებინათ იმისთვის, რომ ახალი კანონპროექტი გასულიყო. ეს უკანასკნელი კი ობამას ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო.

ამერიკის პრეზიდენტი მიესალმა გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

“ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტიის გამარჯვება, ეს არის საღი გონების გამარჯვება.”

ახალ რეფორმას ხმა 219-მა ადამიანმა მისცა, წინააღმდეგი კი 212 იყო. ხმის მიცემა დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობა, ემოციური დებატების ფონზე.

“ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ ადამიანები, რომლებსაც კვლავ გვაქვს უნარი დიდი საქმეები ვაკეთოთ,” -განაცხადა ობამამ ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ. “კანონპროექტი ვერ გამოასწორებს ჯანდაცვის სისტემის ყველა პრობლემას, მაგრამ ის საბოლოოდ სწორ გზამდე მიგვიყვანს.”

 ჩვენ ეს შევძელით

რეფორმა, რომელიც ამერიკის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა, 32 მილიონ ამერიკელს ჯანმრთელობის დაზღვევას პირდება. იმ ადამიანებს, რომლებსაც აქამდე საკუთარი ჯანმრთელობა არ ჰქონდათ დაზღვეული.

კონგრესის საბიუჯეტო დეპარტამენტზე დაყრდნობით, რეფორმის გეგმის ბოლო ეტაპი იქნება ბიუჯეტის დეფიციტის 138 მილიარდი დოლარით შემცირება, ათი წლის განმავლობაში.

ამ პერიოდის მანძილზე რეფორმის ღირებულება 940 მილიარდი დოლარი იქნება.

რეფორმა დაეხმარება დაზღვევის გავრცელებას გადასახადების ლგოტის მიხედვით და პროგრამა “Medicare” –ის გავრცელებას დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვის.

ეს ყველაზე სერიოზული ცვლილებაა ა.შ.შ. ჯანდაცვის სისტემაში , მას შემდეგ რაც 1960 წელს შეიქმნა პროგრამა “Medicare” , რომელიც ითვალისწინებდა საბიუჯეტო სქემით ჯანმრთელობის დაზღვევას 65 წელზე მეტი ხნის ამერიკელისთვის.

ბიბისის კორესპონდენტის თქმით, მას შემდეგ,რაც კანონპროექტის გასვლისთვის საჭირო 216 ხმა დაფიქსირდა, დემოკრატები სიხარულით ეხუტებდოდნენ ერთმანეთს. “ჩვენ ეს შევძელით”-დარბაზში მათი მხიარული შეძახილები ისმოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი