საზოგადოება

სოფელ სეფიეთის მოსახლეობა “მაგთიკომის” ანძის დემონტაჟს მოითხოვს

25 იანვარი, 2010 • • 4415
სოფელ სეფიეთის მოსახლეობა “მაგთიკომის” ანძის დემონტაჟს მოითხოვს

აბაშას რაიონის სოფელ სეფიეთის მოსახლეობა, “მაგთის’’ ანძის დემონტაჟის მოთხოვნით, რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეაქვს.
სეფიეთის საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის პედაგოგები, უკვე ორი თვეა გაფიცულები არიან. ისინი სოფელში „მაგთის” ანძის დაყენებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ანძა საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას.

მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის გია ბოკუჩავას განცხადებით, ანძის განთავსების პარამეტრები დაღვეულია.

„ანძა დასახლებული პუნქტიდან, არა ნაკლებ, 200 მეტრით უნდა იყოს დაშორებული. არადა, საჯარო სკოლაც და ბაგა-ბაღიც „მაგთის” ანძიდან სულ რაღაც 50-60 მეტრის რადიუსშია”, – აღნიშნავს ბოკუჩავა. მისი თქმით, მოსახლეობის პროტესტზე რეაგირება არავინ მოახდინა და 30 დეკემბერს ანძა მაინც შევიდა ექსპლუატაციაში.

ზურაბ გურგენაძემ, მაგთიკომის გენერალური დირექტორის მოადგილემ,  “ნეტგაზეთს” განუცხადა,  რომ კომპანია არც ერთ პროექტს არ გეგმავს წინასწარი გათვლების და შესაბამისი ნებართვების გარეშე. მისივე თქმით სოფელ სეფიეთში, ისევე როგორც სხვაგან მაგთის ანძა ყველა ნორმის დაცვით არის დაყენებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი