საზოგადოება

პოტრჟებსკაია: მთავრობა მიმინოშვილს მაღალ თანამდებობებს სთავაზობდა

29 მაისი, 2012 • 1484
პოტრჟებსკაია: მთავრობა მიმინოშვილს მაღალ თანამდებობებს სთავაზობდა

ნინო პოტრჟებსკაია
ნინო პოტრჟებსკაია

“მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესმდივანი, ვადასტურებ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მინისტრსა და მაია მიმინოშვილს შორის არსებობდა გარკვეული დაპირისპირება კონკრეტულ მნიშვნელოვან პოზიციებზე. დაპირისპირება გრძელდებოდა დაახლოებით 10 თვის განამვლობაში. მინისტრმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს რთული გადაწყვეტილება არ მიეღო. ამასთან, მთავრობამ ქალაბატონ მაია მიმინოშვილს საკმაოდ მაღალი თანამდებობები, ჯანდაცვის სამინისტროსა და ევროპის ერთ-ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი ქვეყნის ელჩის თანამდებობა შესთავაზა, რაზეც ქალბატონმა მაიამ უარი განაცხადა, რის შემდეგაც უკვე მათი პოზიციები ვერ შეჯერდა და მინისტრმა მიიღო ესოდენ რთული გადაწყვეტილება,”- განაცხადა ნინო პოტრჟებსკაიამ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი