საზოგადოება

ნატო შავ ზღვაში გააქტიურებას გეგმავს – რა ვალდებულებები და სარგებელი ექნება საქართველოს

6 ივლისი, 2016 • 3428
ნატო შავ ზღვაში გააქტიურებას გეგმავს – რა ვალდებულებები და სარგებელი ექნება საქართველოს

ნატო შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების განმტკიცების თვლასაზრისით უკრაინასთან და საქართველოსთან ერთად გააქტიურებას გეგმავს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში რისი გაკეთება მოუწევს საქართველოს, რომელსაც ზღვაში შეზღუდული სამხედრო შესაძლებლობები აქვს და აჩენს თუ თუ არა ეს დამატებით საფრთხეს რუსეთიდან?

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მოახლებულ ვარშავის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნები იმსჯელებენ, შავ ზღვას უკავშირდება. საუბარია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გააქტიურებაზე ამ მიმართულებით. ჯერჯერობით ჩამოყალიბებული ფორმულა, თუ რას და როგორ გააკეთებს ალიანსი, უცნობია. თუმცა, როგორც ჩვენთან საუბარში თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ნატოსთან ურთიერთობების საკითხებში, შოთა ღვინერია ამბობს, უკვე გადაწყვეტილია, რომ ნატო, როგორც ორგანიზაცია, უნდა გააქტიურდეს შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით და ამ პროცესში ჩაერთვებიან საქართველო და უკრაინა. ღვინერია გვიხსნის, რომ ჯერჯერობით რაიმე ჩამოყალიბებული ფორმულა არ არსებობს. უცნობია, როგორ მოხდება შავ ზღვაში ნატოს სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა, რადგან, მაგალითად, მონტროს კონვენციით დაუშვებელია, რომ ქვეყანას, რომელიც შავი ზღვის აკვატორიას არ ეკუთვნის, ამ ზღვაზე მუდმივი [ლიმიტი 21 დღეა] სამხედრო ბაზირება ჰქონდეს. დღეისათვის ნატოს შავი ზღვის აკვატორიის სამი წევრი ჰყავს: რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი. ზღვაზე მათი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება, ღვინერიას აზრით, შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ყველაზე ლოგიკური გამოსავალი, თუმცა ყველაფერი ვარშავაში გადაწყდება.

“დავაბალანსოთ რუსეთი”

ვოლოდიმერ დუბოვიკი, უკრაინელ ანალიტიკოსი და საერთაშორისო კვლევების ცენტირს დირექტორი (მეჩნიკოვის სახელობის ოდესის ეროვნული უნივერისტეტი) შავ ზღვაში ნატოს გააქტიურების სურვილს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას უკავშირებს.

“მე ვფიქრობ, რომ ნატოს ამგვარი ინიციატივები მისასალმებელია. წლების განმავლობაში ნატო თავს იკვებდა, რომ შავი ზღვის რეგიონში თანმიმდევრული სტრატეგია ან ხედვა ჰქონოდა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა და ამ არეალში ძალთა გადანაწილების ბალანსი შეცვალა, ნატო ასე ვეღარ გააგრძელებს. რუსეთი აიარაღებს ყირიმს და მთელ რეგიონში გზავნის სიგნალებს. ასე რომ, არა მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის წუხილებია გასაგები, არამედ რუმინეთი და ბულგარეთიც ფრთხილად უნდა იყვნენ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თურქეთზე, რომელიც პოზის ცვლილებას წლების განმავლობაში ამჟღავნებს და ახლა, როგორც ჩანს, რუსეთთან შერიგება სურს”, – გვითხრა დუბოვიკმა.

აშშ-ს სამხედრო გემი ბათუმში, 26 აგვისტო, 2008. ფოტო: გაზეთი ბათუმელები/ნესტან ცეცხლაძე

აშშ-ს სამხედრო გემი ბათუმში, 26 აგვისტო, 2008. ფოტო: გაზეთი ბათუმელები/ნესტან ცეცხლაძე

შავ ზღვაში ნატოს გააქტიურების სურვილი რომ ყირიმის მოვლენებს უკავშირდება, გვიდასტურებს შოთა ღვინერიაც, რომელიც ამბობს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არა რუსეთთან მილიტარიზაციის პროცესში შეჯიბრება, არამედ ძალის ბალანსი და საფრთხეების შეკავება სურს:

“რუსეთმა უპრცედენტო სამხედრო აღმშენებლობა დაიწყო ყირიმში. ამან ფუნდამენტურად შეცვალა სამხედრო ბალანსი შავ ზღვაზე. ყირმის ანექსიამდე რუსეთს არ ჰქონდა ერთმნიშვენლოვანი სამხედრო უპირატესობა შავი ზღვის რეგიონში და იქ გარკვეული ბალანსი არსებობდა. ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის სამხედრო უპირატესობა დაფიქსირდა და ამან საფრთხე შეუქმნა ზოგადად შავი ზღვის და ნატოს წევრი იმ ქვეყნების უსაფრთხოებას, რომლებიც შავი ზღვის აუზის რეგიონს წარმოადგენენ: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. დადგა იმის აუცილებლობა, რომ რუსეთის მხრიდან ეს გამალებული შეირაღება და სამხედრო აღმშენებლობა რაღაც ფორმით დაბალანსადეს და შეკავება მოხდეს. იქ საუბარი არაა იმაზე, რომ ნატო სამხედრო შეიარღების შეჯიბრში შევა რუსეთთან და სტრატეგიულ შეიარაღებას განათავსებს საპასუხოდ ან ექვივალენეტურ იარაღს შემოიტანს. ამაზე არაა ლაპარაკი. ნატოს საქმიანობა შავ ზღვაზე მიმართული  იქნება იმ საფრთხეების შეკავებისაკენ, რომელიც რუსეთის გაზრდილი მილიტარიზაციიდან მოდის”, – ამბობს ღვინერია.

რისი გაკეთება მოუწევს საქართველოს?

საიდუმლო არ არის, რომ საქართველოს ზღვაში რაიმე განსაკუთრებული სამხედრო რესურსები და შესაძლებლობები არ გააჩნია. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ამ ერთიან პროექტში?

“საქართველოს ალიანსთან ამ თანამშრომლობის გაღრმავების შედეგად რაღაც კონკრეტული ვალდებულებები არ გაუჩნდება. ჩვენ წლების განმავლობაში ისედაც ვცდილობდით და მზად ვიყავით, რომ მაქსიმალურად გაგვეღრამავებინა ნატოსთან ურთიერთობები. აქ ახალი არის ის, რომ ალიანსმა დაინახა იმის აუცილებლობა, რომ საქართველო, როგორც  შავი ზღვის უსაფრთხოების ერთ-ერთი ძირითადი კომპონეტი, რაც შეიძლება აქტიურად ჩართოს ამ პროცესში. იქიდან გამომდინარე, რომ საზღვაო ძალები, განსაკუთრებული სამხედრო შესაძლებლობები ან განსაკუთრებული ფიზიკური და ტექნიკური ძალა შავ ზღვაზე  არ გაგვაჩნია, ჩვენი წვლილი ამ თანამშრომლობაში ძირითადად გამოიხატება ინფორმაციის, ექსპერტიზის და იმ გამოცდილების თუ ცოდნის გაცვლაში, რაც ჩვენ, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყანას გვაქვს. ასევე საუბარია იმ კვალიფიციური პერსონალის აქტიურ მონაწილეობაზე [იქნება ეს სამხედრო თუ სამოქალაქო პერსონალი], რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობს”, – ამბობს შოთა ღვინერია.

მისივე თქმით, საერთოდ არასწორი იქნება ნატოს სკეპტიკოსების მხრიდან საკითხის ისე დაყენება, ხომ არ მოუწევს საქართველოს ალიანსის ხომალდების მიღება თავის პორტებში:

“კი არ მოგვიწევს, არამედ შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ ნატოს ხომალდებს ვუმასპინძლოთ ჩვენს პორტებში. როდესაც ნატოს ხომალდები თურქეთში რუმინეთსა და ბულგარეთში უსაფრთხოების ღონისძიებას ჩაატარებენ და თუ ის შემაკავებლი ფაქტორი, რომელიც ამ სამი  ქვეყნისთვის იქნება მიღებული, საქართველოზც გავრცლედება, ცხადია, საქართველო მხოლოდ მოგებული დარჩება. ეს საქართველოს უსაფრთხოებას გააძლიერებს”, – გვითხრა ღვინერიამ.

საფრთხე რუსეთიდან

შავ ზღვაში ნატოს გეგმებთან დაკავშირებით თავისი ნეგატიური დამოკიდებულება უკვე დაფიქსირებული აქვს რუსეთის ფედერაციას. ნატოში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა, რომ შავი ზღვა “ნატოს ტბად” ვერასდროს გადაიქცევა და რუსეთი გაანეიტრალებს ყველა საფრთხეს, რომელიც მას დაემუქრება. ასევე, დასავლურ პრესაში ბულგარეთის პრემიერზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბულგარეთი ნატოს ზემოხსენებულ გეგმაში მონაწილეობისაგან თავის შეკავებას აპირებს. რუსეთისაგან მომდინარე საფრთხის ფაქტორი შესაძლოა საქართველოშიც აღმოჩნდეს განხილვისა და დისკუსიის საგანი, მით უმეტეს, რომ ნატოს სკეპიტკოსები არა მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრში, არამედ საპარლამენტო უმრავლესობაშიც მოიძებნება თანაც არაერთი.

“ფაქტია, რომ რუსეთი საქართველოს უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი პირველი გამოწვევაა. ის საფრთხეები და გამოწვევები, რომელიც ჩვენ წინაშე ამ წუთას დგას, მომდინარეობს იმ არაპროპოცრციული ძალთა ბალანსისაგნ, რომელიც დღეს რუსეთს და საქართველოს შორის არსებობს. სანამ ეს არაპროპორციული ბალანსი გვექნება, იარსებებს საფრთხეც. ყველა ღონისძიება, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზეა მიმართული და საქართველოს აძლიერებს, არ შეიძლება, რომ უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ იყოს მიმართული. მარტივი ლოგიკაა, ამას არ სჭირდება უსაფრთხოების ექსპერტობა. სკეპტიკოსები ამბობენ, რომ ჩვენი თავდაცვინაურინობის გაზრდა ასუსტებს ჩვენს უსაფრთხოებას. ამაში არ შეიძლება, რომ რამე ლოგიკა არსებობდეს”, – ამბობს შოთა ღვინერია.

ვოლოდიმერ დუბოვიკის თქმით, კი რუსეთი სწორედ მაშინ ხდება უფრო თამამი და გამბედავი, როდესაც კონტრზომებს ვერ ხედავს:

“ასე რომ, კოლექტიური ევროატლანტიკური ძალისხმევა მისასალმებელია. უკრაინა და საქართველო ყოველთვის არ იყვნენ იმ პოზიციაში, რომ რუსეთის ზეწოლისთვის დამოუკიდებლად გაეძლოთ, შესაბამისად, მათ სჭირდებათ, რომ დიდი უსაფრთხოების სისტემის მონაწილეები იყვნენ. მართალია, ჯერ არ ჩანს, რომ საქართველო და უკრაინა ახლო მომავალში ნატოს წევრობას მიუახლოვდებიან, რეგიონში ალიანსის უფრო ძლიერი წარმომადგენლობითა და ყოფნით ორივემ უნდა ისარგებლოს”, – გვითხრა ანალიტიკოსმა უკრაინიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი