სამართალი

გენერალურმა ინსპექციამ პოლიციის თანამშრომელი დააკავა

10 აპრილი, 2012 • 1270
გენერალურმა ინსპექციამ პოლიციის თანამშრომელი დააკავა

შს სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის 8 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დავით რეხვიაშვილი დააკავეს.

“დავით რეხვიაშვილმა შპს „ინდუსტრია 2”-ის წარმომადგენელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში (ქ.თბილისში კახეთის გზატკეცილის 38-ე კმ-ზე ავტომანქანების სადგომის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაში), გამარჯვების და შემდგომში მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით გამოსძალა 60 000 ლარი.

ბრალდებულის სახით დაკავებული დავით რეხვიაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით,  გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია.

მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას,”-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი