კახი კალაძის კომპანიის საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს

დღეს, 26 ივლისს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე კახი კალაძის კომპანია “შპს არსენალ დეველოპმენტსა” და სახელმწიფოს შორის არსებულ დავის საკითხი განიხილეს. სახელმწიფო კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის სამართლებრივ შესწავლას დაიწყებს.

იუსტიციის სამინსიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სწორედ კონტრაქტის სამართლებრივად შესწავლის შემდეგ გადაწყდება, თუ რა ტიპის სამართლებრივი დავა წარიმართება კახი კალაძესთან აღებული ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

აღნიშნულ საკითხთან დაკაშირებით ინფორმაციას არ ფლობენ “არსენალ დეველოპმენტში”, მათ ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებიდან არავინ დაკავშირებია. დავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კახი კალაძის კომპანია „არსენალ დეველოპმენტს“ შორის რამდენიმე წლის წინ დაიწყო. კალაძის კომპანიამ 2007 წელს 78 ჰექტარი მიწა 38 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა არსენალის მთაზე, სადაც მრავალფუქნციური კომპლექსი უნდა აეშენებინა. კალაძემ 19 მილიონი პირველივე წელს გადაიხადა, თანხის ნაწილი კი 2008 წლის ბოლომდე უნდა დაეფარა.  „არსენალ დეველოპმენტმა“ ვადაში ჩატევა ვერ მოასწრო, რის მიზეზადაც  მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი დაასახელა. კომპანია ვალდებულებების შესრულების გადავადებას რამდენიმე წლით ითხოვდა, სახელმწიფო ამას არ დათანხმდა, შედეგად კი, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის „არსენალ დეველოპმენტს“ ყოველდღიურად 19 ათას-დოლარიანი ჯარიმა ერიცხება. კახი კალაძეს პროექტში მომდევნო ათი წლის განმავლობაში 700-მილიონიანი ინვესტიცია უნდა მოეზიდა. აღნიშნული დავის საკითხი კი დღეს მთავრობის სხდომაზე უნდა განიხილონ. ამ ხნის განამვლობაში ფეხბურთელი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშით ზეწოლაში ადანაშაულებდა და სწორედ ამას ასახელებდა წარმოქმინილი დავის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად.

კახი კალაძის კომპანია შესაბამის საბუთებს აგროვებს ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელის წარსადგენად, რადგან, როგორც კომპანიაშია აცხადებენ, ხელისუფლებას კალაძისთვის მიყიდული მიწის ნაკვეთის ნაწილი გაყიდვამდე საპატრიარქოს გადასცა. საპატრიარქოს კი არსენალის მთაზე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა აქვს დაგეგმილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი