ხელოვნება

ქეით ბუშის ახალი ალბომი

13 მარტი, 2011 • • 1325
ქეით ბუშის ახალი ალბომი

მომღერალი ქეით ბუში ახალ ალბომზე მუშაობს.

16 მაისს, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, იგი ახალ ალბომს გამოუშვებს. ქეით ბუშის ოფიციალური გვერდი ფეისბუქზე უკვე ავრცელებს ცნობებს ამ ალბომის შესახებ.

ალბომისთვის „Director’s Cut“ ქეით ბუშმა ზოგიერთი ძველი სიმღერა ხელახლა ჩაწერა.

1989 წლის “The Sensual World“ და 1993 –„The Red Shoes“ ალბომებიდან მომღერალი  რამდენიმე ძველი სიმღერის განახლებურ ვერსიებს გვთავაზობს.

სპეციალურად ახალი ალბომისთვის მომღერალმა ძველი კომპოზიციების გარკვეული ნაწილები შეცვალა.

ერთ-ერთი ასეთი  განახლებური  სიმღერა „Deeper Understanding“-ია, რომელიც შედიოდა ალბომში „The Sensual World“. სინგლი მსმენელებისთვის აპრილში იქნება ხელმისაწვდომი.

ახალი ალბომი როგორც ციფრული, ასევე CD, vinyl და case-bound book ვერსიებით გამოვა.

ბუშის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქეითს სხვა სამომავლო გეგმებიც აქვს, თუმცა მათზე საუბარს, ჯერ-ჯერობით, თავს არიდებს.

1998 წელს, მისი შვილის ალბერტის დაბადების შემდეგ, მომღერალმა გადაწყვიტა,  ხალხის წინაშე აღარ გამოსულიყო.

მისი ბოლო ალბომი სახელწოდებით „Aerial“ 2005 წელს გამოვიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი