ხელოვნება

ოსკარი შოუს გარეშე

28 თებერვალი, 2011 • • 1842
ოსკარი შოუს გარეშე

კინოაკადემიიის 83-ე დაჯილდოვების ცერემონია წელს განსაკუთრებული სანახაობის გარეშე დასრულდა. თუ გასულ წლებში ოსკარის ორგანიზატორები იმისთვის იხარჯებოდნენ, რომ მაყურებლისთვის ორიგინალური სანახაობა შეეთავაზებინათ, წელს ოსკარი შოუს გარეშე დასრულდა.

თაიმის ბლოგის ავტორი ამბობს: ”მას შემდეგ რაც მათ (შოუს წამყვანებმა -ენ ჰეთუეიმ და ჯეიმს ფრანკომ) საუბარი დაიწყეს, ნათელი გახდა, რომ შოუ ცუდად წავიდოდა”.

ბლოგერებს და მიმომხილველებს არა მხოლოდ წამყვანების მიმართ აქვთ პრეტენზიები, ნაწილი წერს, რომ იყო მომენტები, როდესაც რეჟისორს ”პულტთან ეძინა”.

თუ ადრე ცერემონია მუსიკალური ნომრებითა და დადგმებით იყო გაფორმებული, წელს სიმღერები და ისიც ნაწილ-ნაწილ მხოლოდ მუსიკალური ნომინაციების დაჯილდოვების წინ შესრულდა. ფაქტობრივად, ეს მუსიკალური ნომრები კი არა, საუნდტრეკების გადამღერება იყო.

წინასწარი პროგნოზი მეტ-ნაკლებად გამართლდა. ძირითადი ფავორიტი ორი ფილმი იყო. დევიდ ფინჩერის ”სოციალური ქსელები” და ტომ ჰუპერის ”მეფის სიტყვა”.

მეფის სიტყვას  ოთხი მთავარი პრიზი ერგო. საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მამაკაცი მსახიობი,  საუკეთესო სცენარი.

მეფის სიტყვა დიდი ბრიტანეთის მეფის ჯორჯ VI-ს ისტორია, რომელსაც პრობლემები აქვს მეტყველებასთან დაკავშირებით, თუმცა თერაპევტ ლაიონელ ლოუგსის (ჯეფრი რაში) და დედოფალ ელისაბედის (ჰელენა ბონემ კარტერი) დახმარებით ის პრობლემას დაძლევს   და ხალხის წინაშე ამაღელვებელი სიტყვით წარდგება.

ოქროს გლუბუსის წარმატება ოსკარზე ვერ გაიმეორა დევიდ ფინჩერის სოციალურმა ქსელმა.

ფილმი, რომელიც ფეისბუქის შექმნის ისტორიას მოგვითხობს, წლის ყველაზე პოპულარული სურათი იყო. მასზე არაერთხელ დაიწერა მედიაში და კრიტიკოსების ნაწილი ფილმს ”წლის მოვლენად”, ”წლის ფილმად” ასახელებდნენ. თუმცა ამერიკული კინოაკადემიის ჟიურიმ წლის ფილმის ტიტული ”მეფის სიტყვას” მიანიჭა.

არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ნომინაცია, რომელშიც სოციალური ქსელს კონკურენტი არ ყავდა, იყო საუკეთესო ადაპტირებული სცენარი. ასეც მოხდა, აარონ სორკინი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის დააჯილდოვეს. ასევე გამართლდა ტრენტ რენზორის მოყვარულების მოლოდინი. ისინი ფილმისთვის შექმნილი ორიგინალური კომპოზიციისთვის გამოარჩია ამერიკულმა კინოაკადემიამ.

 კიდევ ერთი ფილმი, რომელიც საქართველოში ნაკლებად მოეწონათ, დარენ არანოვსკის ”შავი გედია”. ნატალი პორტმანმა ფილმში განსახირებული როლისთვის ოსკარი მიიღო. თავად ფილმს პოპულარულ საიტზე ”rotten tomatoes” მიმოხილვების 88% დადებითი აქვს და მხოლოდ 22 უარყოფითი.რამდენიმე ნომინაციის მიუხედავად, მათ შორის საუკეთესო ფილმისთვის,  ოსკარი მხოლოდ პორტმანმა მიიღო.

ფილმი მოგვითხრობს ბალერინას ისტორიას, რომელიც  ოცნებობს გედების დედოფლის როლი შეასრულოს ბალეტ „გედების ტბაში“. მას იმდენად გაიტაცებს თავისი პერსონაჟი, რომ მთლიანად მისი ცხოვრებით ცხოვრობს და საბოლოოდ კვდება კიდეც სცენაზე.

ფილმი ”მებრძოლი”  მოგვითხრობს პროფესიონალ ბოქსიორ მიკი ვარდსა (ვოლბერგი) და მის ნახევარ-ძმა, დიკი ეკლუნგის შესახებ (ბეილი). ემი ადამსი ფილმში ასრულებს ვარდის შეყვარებულის როლს. მებრძოლი არის რასელისა და ვოლბერგის მესამე საერთო ფილმი სამი მეფისა დაგულების მტეხველნის შემდეგ.ფილმს ორი ოსკარი ხვდა წილად მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის, კინოაკადემიამ კრისტიან ბეილი და მელისა ლეო გამოარჩია.

 

ნომინაცია

გამარჯვებული

საუკეთესო ფილმი

„მეფის სიტყვა“

მამაკაცის საუკეთესო როლი

კოლინ ფერტი („მეფის სიტყვა“)

ქალის საუკეთესო როლი

ნატალი პორტმანი („შავი გედი“)

საუკეთესო რეჟისორი

ტომ ჰუპერი („მეფის სიტყვა“)

მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი

კრისტიან ბეილი („მებრძოლი“)

ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი

მელისა ლეო („მებრძოლი“)

საუკეთესო ორიგინალური სცენარი

დევიდ საიდლერი („მეფის სიტყვა“)

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი

აარონ სორკინი („სოციალური ქსელი“)

საუკეთესო ანიმაციური ფილმი

„სათამაშოების ისტორია 3“

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი

„სიყვარულის ღმერთი“

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი

„დაკარგული“

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი

„შიდა სამუშაო“

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

„უცხოები აღარ“

საუკეთესო მხატვრული გამფორმებელი

რობერტ სტომბერგი და კარენ ო’ჰარა („ალისა საოცრებათა ქვეყანაში“)

საუკეთესო კომპოზიცია

ტრენტ რენზორი და ატიკუს როსი („სოციალური ქსელი“)

საუკეთესო სიმღერა

“We belong together” რენდი ნიუმანი („სათამაშოების ისტორია 3“)

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი

„უკეთეს სამყაროში“ (დანია)

საუკეთესო მონტაჟი

ანგუს უოლი და კირკ ბაქსტერი („სოციალური ქსელი“)

საუკეთესო სცენოგრაფია

უოლი ფისტერი („სოციალური ქსელი“)

საუკეთესო ხმის მონტაჟი

რიჩარდ კინგი („დასაწყისი“)

საუკეთესო კოსტუმების დიზაინი

კოლინ ეტვუდი („ალისა საოცრებათა ქვეყანაში“)

საუკეთესო გრიმი

რიკ ბეიკერი და დეივ ელსი („მგელკაცი“)

მასალების გადაბეჭდვის წესი