ხელოვნება

ბრიტანელი დრამატურგი თბილისს ეწვევა

21 თებერვალი, 2011 • 1862
ბრიტანელი დრამატურგი თბილისს ეწვევა

პენელოპ სკინერი
პენელოპ სკინერი

სამეფო უბნის თეატრისა და ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით, 23 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა დრამატურგი პენელოპ სკინერი ეწვევა. სკინერის პიესა „EIGENGRAU-ბრმა ფერი“ იანვრის ბოლოს სამეფო უბნის თეატრში დადგა ახალგაზრდა რეჟისორმა, ნინი ჩაკვეტაძემ. ეს პიესის მეორე დადგმაა და სკინერისთვის – პირველი, დიდი ბრიტანეთის საზღვრებს მიღმა.
ახალგაზრდა ბრიტანელი დრამატურგის პირველი შოკისმომგვრელი პიესა FUCKED 2008 წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პრემიერა გახდა და ჟურნალ TIME OUT-ის გადაწყვეტილებით, კრიტიკოსთა რჩეულ ნაწარმოებად დასახელდა. პიესა „EIGENGRAU-ბრმა ფერის“ პირველი დადგმა 2010 წლის გაზაფხულზე ლონდონში განხორციელდა და დიდი აღიარება მოიპოვა.

სკინერი დაესწრება სპექტაკლს, რის შემდეგაც გაიმართება ქართველი მაყურებლის შეხვედრა ავტორთან. შეხვედრას გაუძღვება პიესის მთარგმნელი, დრამატურგი დავით გაბუნია. სპექტაკლი სამეფო უბნის თეატრში საღამოს 20 საათზე დაიწყება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი