2010 წლის 8 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5 კომერციულმა ბანკმა და მათი მხრიდან მოთხოვნამ 26 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური, მაქსიმალური და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 10.250%–ით განისაზღვრა.