ეკონომიკა

ზაალ სამადაშვილი იაპონელ მეცნიერს შეხვდა

18 ნოემბერი, 2010 • • 1266
ზაალ სამადაშვილი იაპონელ მეცნიერს შეხვდა

საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი იაპონელ მეცნიერს, ტოკიოს საქალაქო საბჭოს წევრს აკირა კოისოს შეხვდა, რომელიც  საქართველოში ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაფართოვების სურვილით ჩამოვიდა. მეცნიერი  საქართველოს დედაქალაქს სამდღიანი ვიზიტით ეწვია.

შეხვედრის ფარგლებში აკირა კოისომ და ზაალ სამადაშვილმა თბილისის საკრებულოს სტრუქტურაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემაზე და ასევე დედაქალაქის 2011 წლის ბიუჯეტის პროექტზე ისაუბრეს, რომლის განხილვაც იაპონელი სტუმრის ვიზიტს დაემთხვა. მისი თქმით, მეცნიერი საქართველოსთან კულტურული, ეკონომიკური და საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებითაა დაინტერესებული. ამასთან, აკირა კიოსი  აღნიშნავს -„ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტია. ვფიქრობ, იაპონია საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სერიოზული პარტნიორი გახდება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი