ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი იზრდება

28 ოქტომბერი, 2010 • • 1152
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი  იზრდება

2010 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ  გადაწყვეტილება მიიღო, რომლის განაკვეთი 7.5 პროცენტს შეადგენს.

სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 9.8 პროცენტი შეადგინა, რომლის ზრდა, ძირითადად, ეგზოგენური ფაქტორების გავლენის შედეგია. ხორბალზე მსოფლიო ფასის ზრდამ საქართველოს სამომხმარებლო კალათის ძირითადი კომპონენტების გაძვირება გამოიწვია, კერძოდ, ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა პურ-პროდუქტებზე, ბურღულეულზე, მზესუმზირის ზეთზე, ხორცსა და კვერცხზე.

მიმდინარე ეტაპზე ინფლაციის მოლოდინის შესასუსტებლად და საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ დონემდე –6 პროცენტამდე შესამცირებლად,  მონეტარულ პოლიტიკას გამკაცრება სჭირდება.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს დააკვირდა და აღმოჩნდა, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარის მიწოდება, რაც რამდენიმე ფაქტორის გავლენის შედეგია. ერთი მხრივ, ზრდის ტენდენცია აქვს უცხოური კაპიტალის შემოდინებას, მათ შორის საბანკო სექტორში, ხოლო, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ტურისტული შემოსავლების მიღების შედეგად ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდება. ამავე დროს, საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის გაუფასურების ტენდენცია საქართველოში დოლარის მიმართ ლარის გავცლით კურსზეც აისახება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი